სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება –  ტყე  შეუნახე  შვილებსა.

პროექტის  მთავარი  იდეა – დაიცვან  და  მოუარონ  ბუნებას.

პროექტის  აქტუალობა – მოსწავლეები  დაასკვნიან,  რომ  ტყეს  უნდა  გაფრთხილება,  რადგან  ტყის  გაჩეხვა  იწვევს  მეწყერს,  წყაროების  დაშრობას, ნადირისა  და  ფრინველის  გადაშენებას.

პროექტის  მიზნები – გაუჩნდეს  ბუნების  მიმართ  სიყვარული,  ჩამოუყალიბდეს  გარემომცველ  სამყაროზე  ზრუნვის  უნარ–ჩვევები.

მონაწილეთა  ასაკი – 8 – 9 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა – 1 კვირა.

მოსალოდნელი  შედეგები – გამოუმუშავდებათ  კვლევა – ძიებისა  და  ურთიერთ  თანამშრომლობის  უნარ – ჩვევები.  მიეჩვევიან  აზრთა  გაზიარებას.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები – ინტერნეტსაიტით  მოძიებული  მასალები.

პროექტის  მსვლელობა
აქტივობა  I -თემის  გაცნობა.
აქტივობა II - პროექტის  გეგმის  შემუშავება.  ჯგუფების  შექმნა.
აქტივობა III ისმება  კითხვები
  • რა  არის  ტყე?
  • რა  სარგებლობა  მოაქვს  ტყეს  ადამიანისათვის?
  • რამდენი  სახის  ტყე  არსებობს?
  • რა  წესები  უნდა  დავიცვათ  ტყეში  ექსკურსიაზე  ყოფნის  დროს?
  • რა  ზიანი  მოაქვს  ტყის  ჩეხვას?
  • რატომ  უნდა  გავუფრთხილდეთ  ბუნებას?

აქტივობა  IV – ჯგუფები  კლასის  წინაშე  წარადგენენ  შეგროვებულ  ინფორმაციას  და  გააკეთებენ  ელექტრონულ  პრეზენტაციას.
აქტივობა V -კლასთან  ერთად  მოვაწყობ  ექსკურსიას  ბუნებაში.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი.
ბუნ.  I V. 11.  მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე  ზრუნვის  ელემენტარული  წესების  დაცვა.
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:
  • აგროვებს  მონაცემებს  განსხვავებული  წყაროებიდან.  იკვლევს  წარსულსა  და  აწმყოში  ადამიანთა  საქმიანობის  გავლენას  ბუნებრივ  გარემოზე.  შედეგებს  წარმოადგენს:
  • იცავს  ბუნებაში  ცეცხლის  მოხმარების  წესებს  (მაგ.  კოცონისათვის  ადგილის  სწორად  შერჩევა  და  ჩაქრობა.)
  •    იცავს  ბუნებაში  საყოფაცხოვრებო  ნარჩენების  განთავსების  წესს.

პროექტის  ხელმძღვანელი –  დალი  კილაძე

ხელმძღვანელის  ელ.  ფოსტა:  Kiladzedali@gmail.com

No comments:

Post a Comment