პროექტის სახელწოდება
– ტყე
შეუნახე შვილებსა.
პროექტის მთავარი იდეა – დაიცვან და მოუარონ ბუნებას.
პროექტის აქტუალობა
– მოსწავლეები დაასკვნიან, რომ ტყეს უნდა გაფრთხილება, რადგან
ტყის გაჩეხვა იწვევს
მეწყერს, წყაროების დაშრობას, ნადირისა და ფრინველის გადაშენებას.
პროექტის მიზნები
– გაუჩნდეს ბუნების მიმართ
სიყვარული, ჩამოუყალიბდეს გარემომცველ
სამყაროზე ზრუნვის უნარ–ჩვევები.
მონაწილეთა
ასაკი – 8 – 9 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა – 1 კვირა.
მოსალოდნელი
შედეგები – გამოუმუშავდებათ კვლევა
– ძიებისა და ურთიერთ
თანამშრომლობის უნარ – ჩვევები. მიეჩვევიან
აზრთა გაზიარებას.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები – ინტერნეტსაიტით მოძიებული
მასალები.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა I -თემის გაცნობა.
აქტივობა II
-
პროექტის გეგმის შემუშავება.
ჯგუფების შექმნა.
აქტივობა III ისმება კითხვები
- რა არის ტყე?
- რა სარგებლობა მოაქვს ტყეს ადამიანისათვის?
- რამდენი სახის ტყე არსებობს?
- რა წესები უნდა დავიცვათ ტყეში ექსკურსიაზე ყოფნის დროს?
- რა ზიანი მოაქვს ტყის ჩეხვას?
- რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას?
აქტივობა IV – ჯგუფები კლასის
წინაშე წარადგენენ შეგროვებულ
ინფორმაციას და გააკეთებენ
ელექტრონულ პრეზენტაციას.
აქტივობა V
-კლასთან ერთად მოვაწყობ
ექსკურსიას ბუნებაში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი.
ბუნ. I V. 11. მოსწავლეს შეუძლია
გარემოზე ზრუნვის ელემენტარული
წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან. იკვლევს წარსულსა და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე. შედეგებს წარმოადგენს:
- იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს (მაგ. კოცონისათვის ადგილის სწორად შერჩევა და ჩაქრობა.)
- იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.
პროექტის ხელმძღვანელი
– დალი
კილაძე
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: Kiladzedali@gmail.com